|
2016-05-12 12:43:45, 557 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი: ვახტანგ გომელაურს დღეს ცხელი საათები ელოდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში „ძალიან ცხელი საათები ელოდება“. როგორც აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტან გომალაურთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ. "ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც დავსვამთ. ეს ეხება პირადი კადრების გამოყენებით ოპონენტების შანტაჟს, რუსთავი 2-ის გენერეალური დირექტორის მიმართ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და ცნობილი ჟურნალისტების მიმართ.. ამ საქმეებზე არანაირი რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს, ამიტომ ეს ადასტურებს ეჭვს, რომ თავად ეს სამსახური იყო ჩართული ამ საქმეებში. კითხვები გვექნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ გართულებულ ვითარებას. ამიტომ ცხელი საათები ელოდება ბატონ გომელაურს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს 16:00 საათზე მოუსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)