14:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:11:12, 849 ნახვა

სამხედრო
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ოფიციალურად გაიხსნა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომაზე ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 206“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწფიო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა.

მიწვეულმა სტუმრებმა და წვრთნაში მონაწილე სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. ცერემონიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრო.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. 120 ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ამერიკული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო ოპერაცია განახორციელა. პარაშუტებით დესანტის გადმოსხმის შემდეგ, ოცეულის დონის ქვედანაყოფმა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები არიან, ობიექტზე შეტევის ამოცანა შეასრულეს. გარდა ამისა, C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან ერთი მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო მანქანისა და 105 მმ-იანი ჰაუბიცის პარაშუტით დესანტირება განხორციელდა. ტექნიკისა და შეიარაღების ხმელეთზე დაშვების შემდეგ, ჰაუბიცის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და გასროლა განხორციელდა.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სწავლებში ჩართული ამერიკული ტექნიკის - M1A2 ტიპის ტანკებით „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძლო მანქანების „M2 BRADLEY” ჩავლით დასრულდა.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძიერებას ისახავს მიზნად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევე/თავდაცვის ოპეარაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკულ სწავლებში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებში M1A2 ტიპის ამერიკული ტანკები „აბრამსები“  გამოიყენეს. წვრთნაში ჩართული იყო ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.

აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან კი, ტექნიკა ეშელონებით ვაზიანში 5 მაისს შემოვიდა.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics