13:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 13:07:36, 575 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი უნგრეთის სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია

უნგრეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს (NUPS) ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ადგილობრივ მკვლევარებთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების საკითხები განიხილა.  

ბუდაპეშტის სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრში საუბარი შეეხო ასევე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და ევროპის, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გამოწვევებს. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა მომავალში უნგრეთის საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან დაიწყოს თანამშრომლობა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის აკადემიურ წრეებთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და მკვლევარებთან განხილული საკითხები შეაჯამა. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე ევროპაში არსებობს,  გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო, კავკასია დგას, ნატოს პერსპექტივებზე, ევროინტეგრაციაზე, ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესაძლო თანამშრომლობაზე, რომელიც ამ უნივერსიტეტსა და შესაბამისად, საქართველოში თავდაცვის აკადემიას შორის შეიძლება დაიწყოს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  ფარგლებში, ჩვენ ივნისში გავხსნით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობლის სკოლას, რომელიც, ასევე, შეიძლება იყოს ერთ-ერთი პლატფორმა, სწორედ, ამ ტიპის აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

„დიდი პატივია ჩვენს  უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა. განვიხილეთ ევროატლანტიკური და ევროპული უსაფრთხოების საკითხები, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება და რა თქმა უნდა, ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურა. ძალიან ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვუმასპინძლეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ჩვენ ქართველ კოლეგებს საელჩოდან. დიდი სურვილი გვაქვს მსგავსი სახის დისკუსია მომავალში კიდევ გავმართოთ“, - განაცხადა სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრის მკვლევარმა ტომაშ ჩეკმა.

სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში (NUPS) შეხვედრით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაასრულა. დღეს საღამოს კი, თინათინ ხიდაშელი, როგორც უნგრეთის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა მიწვეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics