16:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 10:11:55, 564 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო.

თბილისის მერმა გამოფენაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.

."2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდეს შემოქმედებას, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ, ასევე, მომავალ თაობებს დაუტოვა. 
მხატვრის 120- ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მოეწყობა ოთხი სეზონური გამოფენა. ხვალიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება საგამოფენო დარბაზს ესტუმროს და ამ ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში ექსპოზიცია დაათვალიეროს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ამ უნიკალური ნამუშევრების ნახვისა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ და თითოეული ჩვენგანი ვიცნობდეთ მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის იმ არაჩვეულებრივ შემოქმედებას, იმ უნიკალურ ნამუშევრებს, რომელიც მხატვრის მიერ სხადასხვა დროს იქნა შესრულებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენა ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და თბილისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

პირველი საიუბილეო გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics