15:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 19:11:48, 688 ნახვა

საზოგადოება
საგარეჯოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ხელშეწყობით, საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე მახმად ეიბოვი. მე-2 ადგილზე გავიდა სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლე თურალ ისაევი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.

„საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც დმანისში, ასევე თბილისში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ. - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალი ბადიროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics