15:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:07:34, 707 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიას, ,,თბილსერვის ჯგუფსა”და “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 თბილისის მერიას, შპს ,,თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” დირექტორმა ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ინდუსტრიულ სფეროში - ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით.

„ინტერესთა გამოხატვის წესების შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შპს “კა დე ვე ჯორჯია” იღებს ვალდებულებას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს ამის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, ისევე როგორც, საბანკო გარანტია უნდა იქნეს წარმოდგენილი დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, რათა ამის შემდგომ უკვე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავიდეთ, ამიტომაც დადგენილი წესის მიხედვით მივყვებით ყველა პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა, სწორედ, წესების მიხედვით მოხდეს კომპანიასთან შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა  დავით ნარმანიამ.

თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, შპს “კა დე ვე ჯორჯია” უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყობა საჯარო განხილვები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics