13:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-01 11:31:31, 530 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი აღდგომას სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.

შს მინისტრი სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა.

გიორგი მღებრიშვილმა აღდგომის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან ყველა პოლიციელს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა: „თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუსურვებ... განსაკუთრებით ვულოცავ პოლიციელებს! აღდგომა -  ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ერთგვარი განახლების სიმბოლო. ვისურვებდი, განახლებული ძალებითა და შემართებით დავდგეთ ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics