2016-04-29 12:51:32, 655 ნახვა
საზოგადოება
ასკანის ქუჩაზე ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთება დაიწყო
ქალაქის ისტორიულ უბანში კიდევ ერთი ავარიული შენობის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ასკანის ქუჩა 10/1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული ელემენტების გაძლიერება თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი ადგილზე გაეცნო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან