13:51 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 10:02:10, 535 ნახვა

საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი აღმაშენებლზე მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბლიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, აღმაშენებლის გამზირზე

მარჯანიშვილის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. 

"პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები - უფრო კონკრეტულად: წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სუსტი დენების ქსელები.
გარდა ამისა, პირველად, დ. აღმაშენებლის გამზირზე მონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რომელიც შეკრებს დ. აღმაშენებლის განაშენიანების ქვეშ, კლდოვან ზედაპირსა და შედარებით რბილ ქანებს შორის არსებულ მიწისქვეშა წყლის ნაკადებს და მოუხსნის ისტორიულ უბანს და მასში მდებარე ძეგლებს კონსტრუქციული მდგრადობის პრობლემას.

მოსახლეობის შეუფერხებელი მომარაგებისთვის, დ. აღმაშენებლის სარეაბილიტაციო არეალის სრულ მონაკვეთზე, დროებით დამონტაჟდა ალტერნატიული ქსელები. კერძოდ, ტროტუარებზე მოეწყო წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა.

აღნიშნული სისტემები არის დროებითი და იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დასრულდება გამზირის ქვეშ არსებული ძირითადი ქსელების რეაბილიტაცია.

წყლის და დენის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით, მოკლევადიანი შეფერხება შესაძლებელია გამოწვეული იყოს არსებულ სარეაბილიტაციო და დროებით ალტერნატიულ ქსელებს შორის გადართვების აუცილებლობით, მათი მონტაჟის, ტესტირების და დატვირთვის პროცესში",-აღნიშნულია განცხადებაში. 

თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი წინასწარ უხდის ბოდიშს მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტისთვის





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics