|
2016-04-15 13:00:17, 421 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბუკია "ნაციონალებს": სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ადრე და თვალებს ვერ უსწორებდით ერთმანეთს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე თავხედად მოიხსენია. კამათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლის საკითხს მოყვა. "ნაციონალური მოძრაობა" დაინტერესდა, რა მიზეზით ვერ მიდის ვახტანგ გომელაური პარლამენტში. დეპუტატებმა უმრავლესობიდან კი მათ შეახსენეს, რომ ვახტანგ გომელაური ქუთაისის პარლამენტში ერთხელ უკვე იყო მისული, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, მან პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომა ვერ მოახერხა. "გია, არ გაინტერესებს თავხედად რატომ მოგიხსენიე? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ, რა თემას ეხებით. წლების განმავლობაში არა თუ პარლამენტში მოსასმენად, არამედ სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ყველა ერთად და თვალებს ვერ უსწორებდით ვერავინ. ჩვენ მივიღეთ კანონი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია ეს სამსახური, რომ მოვიდეს და ანგარიში ჩააბარა კიდეც კომიტეტის სხდომაზე მოსახლეობას. ახლა საუბარია პარლამენტის სხდომაზე როდის მოვა. იყო მობრძანბეული, ვერ შეიკრიბა კვორუმი, რა მიზეზით, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის, რომ თითქოს პარლამენტს, უმრავლესობას არ აქვს სურვილი, მოისმინოს მისი ანგარიში, ესაა თავხედობა და სიცრუე. არ შეიძლება ამ სამსახურს ასეთი ტალახი შევასხათ", - მიმართა გიგა ბუკიამ გია ბარამიძეს. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, ვახტანგ გომელაური პარლამენტში სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მივა.
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)