22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:48:28, 439 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ყველაზე კარგად ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო ცუდად - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაა შეფასებული

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამინისტროებიდან ყველაზე კარგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სამინისტროს საქმიანობას 35% კარგად აფასებს, 13% კი ძალიან კარგად. ყველაზე ცუდად კი ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაა შეფასებული.

სამინისტროების საქმიანობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

კერძოდ კითხვას ასეთი ფორმულირებით იყო დასმული: როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას 35% კარგად აფასებს, 13% ძალიან კარგად, 34% საშუალოდ, 8% ცუდად, 1% ძალიან ცუდად, ხოლო 9%-მა არ იცის.

იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას 24 % კარგად აფასებს, 3% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 16% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, ხოლო 12%-მა არ იცის.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას 13% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 39% კარგად, 7% ცუდად, 1%ძალიან ცუდად, 38%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობას 21% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 42 % საშუალოდ, 15% ცუდად, 4% ძალიან ცუდად, არ ვიცი 17 %.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 12% აფასებს, 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 10% ცუდად, 1% ძალიან ცუდად, 34%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას 13% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 39% საშუალოდ, 16% ძალიან ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 28%-მა არ იცის, 1%-მა უარი პასუხზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას 11% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 36% საშუალოდ, 15% ცუდად, 2% ძალიან ცუდად, 35%-მა არ იცის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას 15% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 19% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 20%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას 16 % კარგად აფასებს 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 22 ცუდად, 5% ძალიან ცუდად, 14%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 12% აფასებს, 1% ძალიან კარგად, 40% საშუალოდ, 19%% ცუდად, 4% ძალიან ცუდად, 23%-მა არ იცის, 1%-მა კი კითხვაზე უარი განაცხადა.

ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობას კარგად 17% აფასებს, 2% ძალიან კარგად კარგად აფასებს, 39% საშუალოდ, 28% ცუდად, 7% ძალიან ცუდად, 7%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას კარგად 7% აფასებს, ძალიან კარგად 1%, 35% საშუალოდ, 21% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 33%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 5% აფასებს, ძალიან კარგად 0%, 28% საშუალოდ, 41% ცუდად, 13% ძალიან ცუდად, 12%-მა არ იცის, 1%-მა კითხვას არ უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics