|
2016-04-12 13:55:07, 384 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ფარული ჩანაწერების საკითხზე, ამ ეტაპზე პროკურატურიდან არავის დაბარების აუცილებლობა არ არსებობს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების შემცველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე პროკურატურიდან არავის დაბარების აუცილებლობა არ არსებობს. უბრალოდ, როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუკი რაღაც ეტაპზე პროკურატურა თავად იქნება მზად, პირადი ცხოვრების საიდუმლოებასთან დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს, საკანონმდებლოო ორგანოს შეუძლია, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, მათ დახურული ფორმატი შესთავაზოს. თუმცა, ფოფხაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. „არავის დაბარების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ რაღაცა ეტაპზე, როცა პროკურატურა თვითონ იქნება მზად პირადი ცხოვრების საიდუმლოებასთან დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელებასთან მიმდინარე გამოძიებაზე რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს, ან საზოგადოებას, საზოგადოებას ისედაც მიეწოდება გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება თეორიულად ეს არის მსჯელობის საგანი, შეიძლება დახურულ ფორმატში პროკურატურის წარმომადგენელმა რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ და არასამთავრობო სექტორს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი რაღაც დონეზე მაინც იყოს დაკმაყოფილებული. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს გამოძიების ინტერესებიდან იმიტომ, რომ საზოგადოების ცნობისმოყვარეობა ვერ გახდება უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე გამოძიების ინტერესები. თუ პარლამენტი ასეთ ფორმატს რაღაც ეტაპზე შეთავაზებს პროკურატურას და პროკურატურა მზად იქნება ამისთვის, ეს ფორმატი მაინც შეიძლება სასარგებლო გახდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)