19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 12:28:25, 431 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიებში საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა

“ჟენევის დისკუსიებში საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა”, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ჟენევის დისკუსიებში საუბარი ოკუპირებულ ტერიტოერიბზე არსებულ ვითარებას ეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხისთვის აბაშიძე-კარასინის  ფორმატი არსებობს.

„ჟენევის დისკუსიებში ჩვენ ცალსახად, მხოლოდ და მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამასთან დაკავშირებით შექმნილ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. სხვა საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არ განიხილება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამგვარ ინიციატივებზე არ ყოფილა საუბარი, ამისთვის არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ყველა შემთხვევაში, ჩვენი შეფასება გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის ცალსახა - საქართველო არასოდეს არ შეეგუება ოკუპაციას. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქართველოში რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა მზარდი რაოდენობის გამო, შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ოფიციალურ მოსკოვს სურს, საკონსულოს თანამშრომლების რიცხვი გაზარდოს.

"განვიხილეთ საკითხები, დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან, რომელსაც შვეიცარია ასრულებს. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ჩვენთან კი საქართველოს ინტერესებს. მადლობა გადავუხადე შვეიცარიელ კოლეგას ამ მანდატის მუდმივად კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისთვის, ასევე იმის გამო, რომ ჟენევაა მასპინძელი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიების. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოში ყველა სახის ვიზებს გასცემს, გარდა ტურისტულისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics