|
2026-10-28 10:36:59, 927 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური სამხედრო მოქმედებებისთვის მზადყოფნა გამოუცხადა, იტყობინება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამ წყაროების თანახმად, აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი რაუნდის დასაწყებად ემზადებიან იმ იმედით, რომ თეირანის პოზიციას შეასუსტებენ და მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. პოტენციურ სამიზნეებს შორისაა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, სარაკეტო სისტემები და დრონები. აღნიშნულია, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დარტყმებთან დაკავშირებით და დიპლომატიური ძალისხმევა მიმდინარეობს. ამასობაში, თეთრმა სახლმა გაზეთს განუცხადა, რომ ისინი კომენტარს არ გააკეთებენ „მგრძნობიარე სამხედრო გეგმებზე, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს“. „პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა უზრუნველყოს, რომ ირანმა არასდროს შეიძინოს ბირთვული იარაღი“, - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)