21:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 14:15:16, 1022 ნახვა

მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა, თუმცა ზავის რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა

მთიან ყარაბაღში ურთიერთშეთანხების საფუძველზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა ზავის რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა, - ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც დაადასტურა.

გვიან ღამით სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ზავის რეჟიმი ჯერჯერობით არ მოქმედებს.

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ თონერიც გამოეხმაურა. თონერმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მხარეებს შორის შედგა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ზავის რეჟიმი უახლოეს საათებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი გუშინ 12 საათის მერე შეწყდა. კონფლიქტი კი 2 აპრილს დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics