|
2026-07-21 11:47:25, 1851 ნახვა
პოლიტიკა
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროკურორ ბექა ნათელაური დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების საფუძვლებზე მიუთითებდა. ის ჭიღლაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეზე მიუთითებდა, თუკი, მის მიმართ გირაო არ იქნებოდა გამოყენებული. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაზარალებული სტუმრების საცხოვრებელ ოთახში თვითნებურად ავიდა და ერთ-ერთ სტუმარზე ფიზიკურად იძალადა, თავდაპირველად ხელი დაარტყა მხრის არეში, შემდეგ კი სახის არეში, რის შედეგადაც მან ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო. დაცვის მხარე პროკურორის მიერ გაჟღებულ საფუძვლებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი ჭიღლაძე პირველივე საათებიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ის არსად მიმალვას არ აპირებს. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას დაეთანხმა, თუმცა, არასაპატიმროს. ისინი ჭიღლაძის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ გირაოს ოდენობა მისაღები იყო და განმარტეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდის სურვილი სასტუმრომ გამოთქვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომის დაწყებისას კი მოსამართლე თარ კაპანაძემ ბრალდებულს მიმართა. „კისერთან გაქვთ დაზიანება, მე მაინტერესებს ეს პოლიციელების მხრიდან ხომ მოხდა",-მიმართა მოსამართლემ დაკავებულს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. მოსამართლის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის ბრალს, ადვოკატმა გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ჭიღლაძე იმ ჩვენებას ეთანხმება, რაც გამოძიებას მისცა. ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე. მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)