16:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 19:52:13, 2583 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო - შესაბამისი განკარგულება პრემიერის ხელმოწერით 18 ივნისით თარიღდება.

მთავრობამ განკარგულებით, 2019 წელს დაფუძნებული აიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დაფინანსება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაავალა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 02 09) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მასწავლებელთა STEAM ბანაკის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ –ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის (ს/წ: 405367240) დაფინანსება 106,530.00 (ას ექვსი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობით" - ნათქვამია კობახიძის ხელმოწერილ განკარგულებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics