16:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 16:28:47, 2253 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გიორგი გახარიას პარტია მომხდარ ფაქტს სისტემურ დანაშაულად აფასებს. 

"ეს სისტემური დანაშაულის გამოვლინება, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო. ამის კადრები არსებობს და გაშიფრვა ძალიან მარტივად შეიძლება. უკვე 4 დღე გავიდა და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო. ამას ჩვენი წერილობითი მიმართვა არ სჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ვნახეთ, რომ დღემდე არანაირი რეაგირება არაა, ამიტომ პროკურატურას წერილობით მივმართეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს". - თქვა პარტიის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის წლიური ანაგრიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ ივანიშვილის დეპუტატები გახარიას პარტიის დეპუტატ გიგა ფარულავაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics