19:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 18:01:25, 236 ნახვა

საზოგადოება
“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული იმართება. 

ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას სტუმრობენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილებს ატარებენ.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, მიიღონ ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, დასვან სწორი კითხვები და გამოიმუშაონ გონივრული ფინანსური ჩვევები.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბანკის თანამშრომლები ესტუმრნენ და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ბიუჯეტირებაზე, დაზოგვასა და ინვესტირებაზე ისაუბრეს.

მჯერა, რომ ფინანსური წიგნიერება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია, რომელიც ადრეული ასაკიდან უნდა ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პროექტში ჩართვა - მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე გამეზიარებინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მათი მაღალი ინტერესი და ჩართულობა - ისინი სვამდნენ პრაქტიკულ კითხვებს დაზოგვაზე, ინფლაციასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ვფიქრობ, ეს ცოდნა მათ დაეხმარება, მომავალში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ფინანსური მედეგობა ჩამოაყალიბონ”, - აღნიშნავს შორენა ვახანია, სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში, სვამდნენ კითხვებს და ინტერესს იჩენდნენ ფინანსური თემების მიმართ. შორენას შეფასებით, მიღებული ცოდნა მათ მომავალში დაეხმარება უფრო გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯების გადადგმაში. 

ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამისმოიწვიე ფინედუ კლასშიფარგლებში ხორციელდება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics