17:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-31 21:53:57, 6271 ნახვა

სამართალი
ავალიანის მოსწავლის მშობლებმა სცადეს მისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება - პროკურორი

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ მოკლული მასწავლებლის მოსწავლის ნ.ი-ის მშობლები, რომლებმაც მისი თქმით, სცადეს ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ნ.ი-ის მშობლები. აღნიშნულმა პირებმა სცადეს გიგა ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, თითქოს, მათი შვილი იყო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი მათემატიკის მასწავლებელთან.

თუმცა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობაში თავდაპირველად ისედაც გვეპარებოდა ეჭვი. ესენი არიან სუბიექტური მხარე, დაინტერესებული საქმის შედეგებით და ნ.ი-ის იმიჯითაც საზოგადოებაში. ამიტომ, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქმის სხვა მტკიცებულებებთან და თავად ნ.ი-ის სამ გამოკითხვის ოქმთანაც, რომელიც უდოად იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ." - თქვა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics