|
2026-03-19 19:09:28, 829 ნახვა
საზოგადოება
22 მარტის ჩათვლით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა - მერია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის. ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ცნობით, ამ პერიოდში იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც. მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ ავლაბრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ ავლაბარს. უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით. ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც გადაადგილდება ზემოაღნიშნული სქემით. რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)