20:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 12:18:34, 604 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი არის ძალიან მძიმე

"ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის მარშრუტს შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა. კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი ჩვენი ინფორმაციით, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის აზერბაიჯანსა და სომხეთში" - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც 2026 წლის თებერვალში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს შეეხებოდა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე "საქართველოც ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, მაშინ რატომ არ ხვდება აშშ-სა და ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში", კობახიძემ უპასუხა რომ "ეს მათი გადასაწყვეტია". 

"თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან. კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას". - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics