|
2026-01-19 17:07:54, 980 ნახვა
პოლიტიკა
დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული
მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ ტელეკომპანია დოჟდის რედაქტორის ვალერია კიჩიგინას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის "რუსეთის ჯარიზე ფეიკ ნიუსების" კანონით აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომს. დოჟდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს: ერთია ჟურნალისტის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტი და მეორეა ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის სტატისს რეპოსტი. საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიეო ღონისძიებები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაიწყო, უფაში, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს საქართველოში ომის წლისთავისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც ის წერდა, რომ "15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". იმ დროს ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დატოვა, თუმცა ის არ დაუკითხავთ საზღვარზე. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ხოლო 2025 წლის იანვარში ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მარტში ჟურნალისტი დაუსწრებლად დააკავეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. საქმის მასალებში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად მითითებულია, რომ ჟურნალისტმა "შეარყია და დისკრედიტაცია მოახდინა საზოგადოებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტის, გამოიწვია მოქალაქეებში შფოთვის, შიშის, მოუსვენრობისა და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის განცდა". "საქმის მასალების წაკითხვის შემდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისა და ბაიმაკის საქმის გაშუქებისთვისაა. თუ მათ ეს ამბავი 2023 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ჩემი ინსტაგრამის გვერდზე რჩებოდა, მანამდე რატომ არ დაიწყეს გამოძიება? რატომ მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ და ისიც უფაში? მე მოსკოვში ვარ რეგისტრირებული და 2015 წლიდან უფაში აღარ ვცხოვრობ. "გამომძიებელი განზრახ ეძებდა ჩემზე რაღაცას და საქართველოში ომის გარდა, ვერაფერი იპოვა", - განუცხადა ჟურნალისტმა დოჟდს. ბრალდებულ ჟურნალისტს ჯარის შესახებ "ყალბი ცნობების გავრცელებისთვის" 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)