|
2026-01-19 15:26:49, 571 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენას განიხილავს
რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით საერთაშორისო საკრუიზო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის დოკუმენტშია მოცემული, რომელსაც რუსული სამთავრობო Ria Novosty ავრცელებს. "შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების აღდგენა. მანამდე არსებობდა საკრუიზო მარშრუტი - მარიუპოლსა და ბათუმს შორის. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს", - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტებში ასევე წერია, რომ ასეთი კრუიზებისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს გემი "მუსტაი კარიმი". Ria Novosty წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. სამთავრობო დოკუმენტებში დაზუსტებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ. რუსეთმა მარიუპოლის ოკუპაცია 2022 წელს მოახდინა, ხანგრძლივი ბრძოლებისა და დაბომბვის შემდეგ. თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. მანამდე, 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელსაც 2023 წელს ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ, საქართველოში შესაძლოა 2026 წელსაც დაბრუნდეს - ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ 2026 წლის 4 მარტიდან 26 მაისის ჩათვლით გემს კრუიზი აქვს დაგეგმილი და ნათქვამი იყო, რომ ის ბათუმში აპრილში გაჩერდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)