15:23 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-16 13:44:52, 761 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო.

ფავლენიშვილის თქმით, კონტრაქტები როცა ფორმდება სხვადასხვა აქტორს შორის, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინტერესს ატარებს.

მისივე განცხადებით, პარტიამ „დავალიანება გაისტუმრა და არსებობს დოკუმენტაცია“.

„ის, რომ გარკვეული სერვისებით სარგებლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ფული არ უნდა გადაიხადოს? კონკრეტული კონტრაქტებია გაფორმებული. საარჩევნო პერიოდში გვქონდა სხვადასხვა ხარჯთან დაკავშირებული დავალიანება, რის გამოც, როცა გაგვიჩნდა საშუალება ოფისის გაყიდვის შემდგომ, ამ დავალიანების უდიდესი ნაწილი, თუ, მგონი, მთლიანად, იქნა გასტუმრებული. კიდევ იყო, მგონი, საარქივო მასალის ხარჯი.

კონტრაქტები როცა ფორმდება სხვადასხვა აქტორს შორის, ეს ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინტერესს ატარებს? არ არის ასე. საარჩევნო დავალიანება გავისტუმრეთ და არსებობს ამის დოკუმენტაცია. ალბათ ხვდებით, ეს ყველაფერი უკანონოდ რომ იყოს გადახდილი, მხოლოდ გაფრთხილებით არ დასრულდებოდა ეს პროცესი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კომინიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics