|
2025-10-20 00:37:33, 1174 ნახვა
პოლიტიკა
30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის სოლიდარობა ვახო სანაიას
30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებს და მისი დაკავების ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევს. მედიების ერთობლივი განცხადება: „19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება. დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა. მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს“. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია განახლებადია]: მედია აპრილი; ინდიგო; ბათუმელები/ნეტგაზეთი; რადიო WW; აჭარა თაიმსი; მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“; რადიო „მარნეული“; სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK ; ქართლის ამბები; ჩემი ხარაგაული; ტვ კავკასია; ტაბულა; ტვ პირველი; Artarea; რადიო ქალაქი; On.ge; სტუდია „მონიტორი“; „ინფო იმერეთი“; BMG (Business Media Georgia); ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი; ფორმულა; სამხრეთის კარიბჭე; ქუთაისიპოსტი; ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი; პროექტი 64; პუბლიკა; Chai Khana; მაუწყებელი; აი, ფაქტი;
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)