2025-10-18 18:25:56, 283 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
![]() რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ შეფერხება, რომელსაც MEGOBARI აქტი სენატის ზედა პალატაში წააწყდა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია და ამას აუცილებლად გადალახავენ. ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“ ისაუბრა. „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ქართველმა ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისათვის, მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში, მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ. დღეს აშშ-ში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება – იგივე shutdown. ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესის ფუნქციონირებას, უკვე 3 კვირაა ვერ შევიკრიბეთ. სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდება, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან, ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ გადაწვყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ, „მეგობარი აქტი“, საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია საქართველოს ხალხის მიერ“ — თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“
სასამართლოში ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|