2025-10-15 22:23:09, 342 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძესთან შეხვედრა ფინურმა მხარემ გააუქმა და არა ივანისვილის წარმომადგენლებმა
![]() გავლენიანი ფინური გაზეთი, Helsingin Sanomat იუწყება, რომ სატალეფონო ინტერვიუ ჩაწერეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. გაზეთის თანახმად, ვალტონენმა განაცხადა, რომ კობახიძესთან შეხვედრა მათ გააუქმეს და არა ქართულმა მხარემ და ამის შესახებ თბილისს წუხელვე აცნობეს. ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს, აცხადებს, რომ მის განრიგში ცვლილებები შევიდა. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება. ის ასევე უარყოფს, რომ თბილისში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და რომ გაავრცელა დეზინფორმაცია. "მე მივედი [რუსთაველზე] რათა მენახა ის პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდიანრეობს. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ", - აცხადებს ფინელი მინისტრი. კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა: "საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა რეაქცია ექნება. სამწუხაროდ ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი", - აცხადებს ვალტონენი ფინური გაზეთის მიხედვით. ნეტგაზეთი ცდილობს ეუთოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენატრების მოპოვებას მომხდართან დაკავშირებით. დილით საქართველოს მთავრობის ფეისბუკზე განთავსდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამ უკანასკნელის მიერ "უკანონო აქციაზე" მისვლისა და ცრუ ინფორმაციის განცხადებების გამო.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|