|
2025-10-15 10:35:56, 559 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიების აკრძალვის კანონს
ერთპარტიული პარლამენტი ივანიშვილის უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. პარალელურად, შესაბამის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, დემოკრატია გაჯანსაღდება. „უმნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შედის კანონმდებლობაში და რომლის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე, ჩვენი საზოგადოების, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და მოცილება იმ კრიმინალით მოსილი ადამიანებისა, რომლებმაც არაერთგზის დაამტკიცეს საკუთარი რადიკალიზმი და კრიმინალური ბუნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)