16:28 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 12:52:13, 1672 ნახვა

პოლიტიკა
ფარულავა - 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია

„4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები  და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფ. მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს.

მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და რომ ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას;

ლაშა ფარულავას განცხადებით - „4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოვუწოდებთ მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, ყველანი უნდა მოვიდეთ რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, რადგან მუხრანი და ძალისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის, დიდგორის ბანაკის ადგილი, ამიტომ ეს სულისკვეთება ჩვენ მიგვაქვს თბილისში, დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics