|
2025-07-14 13:47:26, 1070 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი საქართველოში დაკავებასა და რეპრესიების გამწვავებას დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეთ უორდმა ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჟურნალისტების დაკავებას და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიების ზრდას საქართველოში დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს. „გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც გლობალურად იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს. კოალიციის ბევრი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებით, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესით ხელისუფლების კრიტიკისთვის. დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ისევე როგორც მისი ევროპელი პარტნიორების უმეტესობა, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებებს და სხვა კრიტიკოსების მზარდ რეპრესიებს საქართველოში დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.“ „შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა გარეთ უორდმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)