|
2025-07-11 13:59:15, 934 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. „მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)