11:28 - 06 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-05 23:41:06, 357 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ლელოს პოლიტსაბჭოს ტოვებს

ანა ნაცვლიშვილი ლელოს პოლიტსაბჭოს ტოვებს, გადაწყვეტილების მიზეზი კი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ძლიერი საქართველოს მონაწილეობაა. 

"მეგობრებო, ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რისიც მჯეროდა, რაც სწორად მიმაჩნდა ვითარების და კონტექსტის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, შევმცდარვარ კიდეც და ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა ჩემია, მაგრამ არასდროს გამიკეთებია და დამირწმუნებია სხვა იმაში, რისიც თავად არ მჯეროდა.

26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.

ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით.

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო.

ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი - თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.

კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.

სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი - დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!" - წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსი ოკუპანტები პოკროვსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ - ISW
წელს ასობით ათასი დამატებითი დრონი: ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმების შესახებ განაცხადა
ტრამპმა პუტინს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის პროფესიონალი უწოდა და უკრაინას საჰაერო თავდაცვა დაჰპირდა
ანა ნაცვლიშვილი ლელოს პოლიტსაბჭოს ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი