|
2025-07-03 11:04:41, 707 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო სამინისტრო ადასტურებს, რომ ოცნების ხელისუფლებამ ირანის რეჟიმს მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საელჩოში საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მისვლასთან დაკავშირებით აცხადებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ირანის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მიმართა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“. 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა რომ ეს „მორალურად არასწორია“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)