|
2025-07-01 12:04:05, 623 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ოპოზიცია მყარად არის შეკრული და ბრძოლას ვაგრძელებთ
ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი - ჩვენ ყველა ერთად, სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ ამ სისტემას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა. მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და ასევე, ზოგადად, ოპოზიცია, მყარად არის შეკრული და ისინი ბრძოლას აგრძელებენ. „რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამოსამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვე შეუფარდა. ზუსტად 6 წუთი დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ეს არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების იარაღი. თუმცა, მინდა ყველას ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი. სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით, ყველა ჩვენ ერთად, დავამარცხებთ ამ სისტემას. ჩვენი კოალიცია არის მყარად შეკრული. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მეტიც, ოპოზიცია არის მყარად შეკრული. გუშინ რვა პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადა ძალიან კონკრეტული ართანამშრომლობის, არდამორჩილების და სისტემის დემონტაჟის გეგმა, მიდგომა, რომელიც ძალიან მალე იქცევა კონკრეტულ მოქმედებებში. ამიტომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიები და ჩვენს ყველა პარტნიორს ეცოდინება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ღირსეული ბრძოლა,“ - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)