22:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 17:20:05, 798 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„ზაფხულის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ასევე წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის, რაც ვიხილეთ ბოლო რამდენიმე კვირაში, მიუღებელია. რუსეთმა სამ-ნახევარი წლის წინ დაიწყო სრულიად არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო კვირებში ხორციელდება განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში უდანაშაულო მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით. ეს საშინელებაა. ასე რომ, ყველა ძალიან მოტივირებულია. ყველა მოკავშირისგან მესმის, რომ თქვენ უნდა დარჩეთ ძლიერი, უნდა გააგრძელოთ ბრძოლა, რათა ეს საშინელი ომი ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობით დასრულდეს“, – განაცხადა რუტემ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა.

„ჩვენ კვლავ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და ამ მიმართულებით კვლავ გვაქვს პარტნიორებისგან მხარდაჭერა. ნამდვილად ვიმედოვნებთ ამის გაგრძელებას, ასევე თანაწარმოებას და დიდ სამხედრო მხარდაჭერას, რის შესახებაც თქვენ აღნიშნეთ. დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალოდ ნატო-ს სამიტში არ მონაწილეობს, თუმცა სამიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები. ჰააგაში მოსალოდნელია ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics