2025-06-23 16:52:41, 259 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას
დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთზე სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმებს ამზადებს, ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „არ შეიძლება არ გვაღელვებდეს, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმების შემუშავებას; ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი შეიარაღებული ძალების განვითარებას გააგრძელებს. „გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, გავაგრძელებთ ადეკვატური ზომების მიღებას რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენი შეიარაღებული ძალების, როგორც რუსეთის სუვერენული და დამოუკიდებელი განვითარების გარანტიის, განვითარებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ბირთვული ტრიადის“ განვითარებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ბირთვულ ტრიადას“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ქვეყნის არმიისა და საზღვაო ფლოტის ტექნიკური მოდერნიზაცია. „როგორც ადრე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არმიისა და საზღვაო ძალების ტექნიკური მოდერნიზაციაა“, - განაცხადა პუტინმა. მან ნატო-ს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველასთვის ნათელია, თუ ვინ იწვევს შეიარაღების რბოლას. „ვიცით, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე დაგეგმილია ალიანსის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის მასშტაბური პროგრამის დაწყების გამოცხადება. მის განსახორციელებლად, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები გაიზრდება. ამასთან, ბლოკის წევრები უკვე უფრო მეტს ხარჯავენ სამხედრო მიზნებზე, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად. აქედან ნათელია, თუ ვინ იწვევს სინამდვილეში ამას - გლობალურ მილიტარიზაციას და შეიარაღების რბოლას“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მარტა კოსი - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას
თინა ბოკუჩავა - ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი
ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა
![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|