2025-06-20 17:33:11, 262 ნახვა
ეკონომიკა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
![]()
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ოფიციალურად გაიხსნა Automobili Lamborghini-ს პირველი შოურუმი საქართველოში. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ბრენდის კონცეპტუალური შოურუმი სრულად ასახავს Lamborghini -ს გაბედულ, ავთენტიკურ და იტალიური ხიბლით სავსე იდენტობას. შტეფან ვინკელმანი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოს პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Lamborghini-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში. მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში ისეთი პარტნიორის მეშვეობით, როგორიც არის „თეგეტა ჰოლდინგი“ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას. ჩვენი სრულად ჰიბრიდული მოდელების დებიუტი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, შეესაბამება ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიმართულებით“. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: ლეგენდარული ბრენდის პრეზენტაციას, ჯამში, 500-მდე სტუმარი დაესწრო. საგანგებოდ ღონისძიებისთვის ერთი დღით პავილიონი მოეწყო, სადაც ინტერაქციული ინსტალაციები ვიზუალური ხელოვნებითა და სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი DJ სეტით შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა. პავილიონიდან დამსწრეებმა საექსპოზიციო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მათ იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი Lamborghini-ს მოდელები დახვდათ. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბრენდის სულისკვეთება. გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო Lamborghini Temerario-ს დებიუტი საქართველოში - სუპერსპორტული ავტომობილი, რომელიც სრულყოფს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს. ეს მოდელი ნამდვილად არის კატეგორიაში გამორჩეული ავტომობილი – „Fuoriclasse“, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ სტანდარტს. მისი 920-ცხენისძალიანი, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ჰიბრიდული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის. ავტომობილი სრულად შემუშავებულია Sant’Agata Bolognese-ში და მისი V8 ძრავა ერთადერთია სერიული წარმოების სპორტულ ავტომობილებს შორის, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, Temerario ასევე გამოირჩევა სალონის სივრცითა და კომფორტით, რაც უზრუნველყოფს მეტ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მანქანა თავის კლასში. ეს მოდელი ინჟინერიისა და დიზაინის ახალი მიღწევაა, რომელიც აერთიანებს მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკურ სტანდარტებსა და ბრენდის დიზაინერულ იდენტობას. პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „თეგეტასა“ და Automobili Lamborghini-ს პარტნიორობა რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში, რომლის სათავეშიც უკვე წლებია სწორედ „თეგეტა“ დგას. ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამჯერად სუპერქარების მოყვარულები არიან, რომლებსაც მაღალი კლასის ავტომობილების ფართო სამოდელო რიგს შევთავაზებთ. ამასთან ერთად, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ვიღებთ პასუხისმგებლობას მაღალი ხარისხის სრულ სერვისმომსახურებაზე. მზადება ამისათვის გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენმა გამოცდილმა მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების დეტალურად შესასწავლად რამდენიმეთვიანი კურსები გაიარეს. ვფიქრობთ, შევძლებთ, ქართველ მომხმარებელს Lamborghini-სთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება შევთავაზოთ. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – TBC WM-ს და Bridgestone-ს, გლობალურ ლიდერს საბურავების წარმოებასა და მდგრადი მობილობის გადაწყვეტილებებში, რომელიც ასევე Lamborghini-ს ოფიციალური პარტნიორია“. შოურუმი რაც შეეხება სერვისს, სადაც უშუალოდ Lamborghini-ს მიერ მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ, რვა სამუშაო სივრცისგან შედგება. ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. Lamborghini-ს მოყვარულებს ექნებათ წვდომა შოურუმში განთავსებულ Ad Personam კონფიგურატორზე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ Automobili Lamborghini-ს შესახებ Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა Sant’Agata Bolognese-ში და დღემდე იტალიური ავტოწარმოების გლობალური სიმბოლოა. 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ შექმნა საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელი და გახდა პირველი ბრენდი სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა: Revuelto – V12 HPEV; Urus SE – პირველი plug-in ჰიბრიდული Super SUV; და Temerario – ერთადერთი სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ძრავით.
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|