15:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 17:02:37, 823 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს.

ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო.

„ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს.

„სამწუხაროდ, „ქართული დიპლომატია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics