|
2025-05-23 12:31:54, 753 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან
კომიკურია, როდესაც წინა ხელისუფლების ქმედებებს იძიებენ და ადამიანს იჭერენ, რომელიც არანაირი კავშირში არ იყო წინა ხელისუფლებასთან იმ პერიოდში - ეს ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია,- ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას. გიგაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „უბრალოდ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან“. „ეს ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. ეს არ არის ჩვენთვის ახალი, რადგან „ქართული ოცნება“ დიდი ხნის განმავლობაში აანონსებს რეპრესიებს. იგი იღებს კონკრეტულ კანონებს, იწყებს კონკრეტულ გამოძიებებს, რათა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, გააჩუმოს. ზუსტად ეს გააკეთეს ზურაბ ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მართლაც კომიკური რამ, როდესაც იძიებენ წინა ხელისუფლების ქმედებებს და ადამიანს იჭერენ, რომელიც არანაირი კავშირში არ იყო წინა ხელისუფლებასთან იმ პერიოდში. ამიტომ, აქ ცალსახად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან. ისინი ერთი მხრივ, აანონსებენ ადგილობრივ არჩევნებს და მეორე მხრივ, იჭერენ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც შეიძლება კონკურენცია გაუწიონ. შესაბამისად, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ორგანიზაციებისა და პარტიების მიმართ. ერთი მხრივ, პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ არის საერთაშორისო მექანიზმებიც, შეჩერების მექანიზმი იქნება ეს თუ სხვა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ყველაფერი ამოწურული იყოს. მთავარი ისაა, ჩვენ აქ ადგილზე როგორ ვიმოქმედებთ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამას არ შევურიგდეთ“,- განაცხადა გიგაურმა. ცნობისთვის, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)