|
2025-05-22 18:59:32, 957 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ისეა გადანაწილებული, ზოგმა გირაო გადაიხადოს, მეორე ნაწილმა კი თავი დაიტუსაღოს
ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ”ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა” ახლა ამ ფორმატში გრძელდება. “ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს, ახლა ამ ფორმატში გრძელდება. როდესაც კანონში გაწერილია აღკვეთი ღონისძიებები, მათ შორის, როცა პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გირაოთი შეიცვალოს დაპატიმრების ღონისძიება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ, როდესაც ამ უფლებით არ სარგებლობს და არ იხდის გირაოს, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებაში უნდა მოვიდეს და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გირაოს არგადახდის პირობებში პირი იქნება დაპატიმრებული, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად არ უნდა იყვნენ გამონაკლისები ისეთი ოდიოზური პირები, როგორადაც თავი წარმოუდგენია, მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძეს თუ სხვებს. კანონმა მათ შემთხვევაშიც უნდა იკანონოს”, - განაცხადა წილოსანმა. მისი თქმით, ოპოზიციონერების გადაწყვეტილება - გირაო არ გადაიხადონ, ერთის მხრივ, უკავშირდება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს არევს. “რადგან თუ კანონი ერთი ადამიანის მიმართ ვერ მუშაობს, სხვების შემთხვევაში, როგორ იმუშავებს? - ამიტომ, თუ მათ ეს გაუვათ, ეს სახელმწიფოსთვის საზიანო იქნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ. მათი ნაწილი ისეა გადანაწილებული, რომ ზოგმა გირაო გადაიხადოს და გარეთ დარჩეს, მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ხოლო მეორე ნაწილმა თავი დაიტუსაღოს, რათა ის სურათი შექმნან, რაც უნდათ, რომ საზღვარგარეთ გაყიდონ”, - განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს. გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის გირაოს გადაიხდის.რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)