|
2025-05-22 14:24:49, 963 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას
სასამართლო ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული, ყველა კარები დაკეტილია. როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას აპირებენ, ეს არის დღევანდელი ციხე - სახელმწიფო - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე თქმით, ეს სასამართლო არაა, „ეს არის მონსტრების კორპორაცია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს“. „დღეს გაცილებით მძიმე ამბავი ხდება აქ, სასამართლოში. პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას. ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას, როგორც ჩანს, აპირებენ და ვხედავთ რა ხდება სასამართლოში. ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული. ყველა კარები დაკეტილია. მთლიანად, მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან მოხსნილია პოლიცია და აქაა. ეს არის დღევანდელი ციხე - სახელმწიფო. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ძალადობა და მარაზმი, ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთადერთი. რაც უფრო დიდხანს იბოგინებს „ქართული ოცნება“, რაც უფრო დიდხანს იძალადებს, მით უფრო მტკივნეული და სასტიკი იქნება ივანიშვილისა და მათი ბოლო. ეს არის ლოგიკა, რომელსაც მსოფლიოს ისტორიაში ვერავინ ვერასდროს გაექცა. დღევანდელი დღე კარგად დაიმახსოვრეთ! გაგრძელდება ეს ძალადობა, სამწუხაროდ, დაჭერებიც გაგრძელდება, მაგრამ შედეგი ივანიშვილისთვის სასტიკი იქნება. ეს ძალადობა შობს იმხელა სიძულვილს, რომელიც მას, მის ოჯახებს და ყველას გადაუვლის როგორც საშინელი ღრუბელი. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალადობს ადამიანებზე, უკანონოდ აკავებს. ეს სასამართლო არაა, ეს არის მონსტრების კორპორაცია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)