01:57 - 22 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 18:29:27, 265 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ

არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება , - ამის შესახებ გაერთიანება “რუსთაველის გამზირის” წევრმა პაატა ბურჭულაძემ 26 მაისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აპირებენ მისვლას და არა საბრძოლველად.

“მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რომელსაც ჰქვია “რუსთაველის გამზირი”. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, არავინ აპირებს რამის ჩაშლას, პირიქით თავს ნუ დაგვესხმებიან და “ხარებას” რაზმი არ მოუშვან ჩვენკენ. მე დავესწარი რამდენიმე სხდომას, სადაც იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველანი დავესწრებით ამ ზეიმს, რადგან სახალხო ზეიმია.

არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება.

არ ვიცი როგორი ფორმით იქნება, ჩვენ რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, ჩვენ იქ საბრძოლველად არ მივდივართ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის იდეას არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარების საკითხზე, ბურჭულაძე აცხადებს რომ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვლენ სპეციალისტები და შეთანხმდებიან ზუსტ ვერსიაზე.

“ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელეფონო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. მას შემდეგ, რაც ვთქვით რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტ არჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და კალანდარიშვილი დაიწერენ რამდენსაც უნდათ. დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან და განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო. აპლიკაცია უკვე შექმნილია - ერთი ამერიკაშია, ორი ევროპაში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა
რეჟიმის პატიმრების ოჯახები - რაც ანაწევრებს პროტესტს, ემსახურება მტრის ინტერესებს
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
გიორგი ვაშაძემ გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი