|
2025-05-21 11:53:40, 591 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე - რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ
კომისიაზე მისვლას არ ვაპირებ ჩემი მოსაზრებების გამო. მიმაჩნია, რომ კომისია არალეგიტიმურია, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომის დაწყებამდე თარგამაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთანაც და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მასთან დაკავშირებით, ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება. „რა თქმა უნდა, ისევ უარს ვაცხადებ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად, ვნახოთ, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა იქ გამოჩნდება, რას აპირებენ საბოლოო ჯამში. რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა, სამუშაოები ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ. კომისიაზე არ ვაპირებ მისვლას, ეს პოზიცია განმარტებული მაქვს, შესაბამისად, უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)