19:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 15:46:50, 697 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში?

ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია.

„პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს, თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში;

პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში?

პოლიტპატიმარი ექიმი ხალხს უნდა მკურნალობდეს თუ უნდა იყოს ციხეში?

პოლიტპატიმარი ჟურნალისტი მედიასივრცეში უნდა იყოს თუ ციხეში?

და ა.შ.

ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია, ეს არის და ეს, ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი, 50 პოლიტპატიმრიდან ნებისმიერს, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლია იყოს სახლში, თუ ის კომპრომისზე წავა. „ქართული ოცნებიდან“ ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელმა, სულ მცირე, მოინანიოს და გამოვუშვებთ. მახსოვს, მდინარაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა, რომ თუ დავინახავ, ის ინანიებს, პირადად ჩავუდგები თავდებშიო. ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ!“ - აცხადებს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics