|
2025-05-20 09:47:36, 759 ნახვა
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე - ვიღაცები კომპრომისს აპირებენ ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დადიან
ვიღაცები ჩუმ-ჩუმად ხელისუფლებასთან კომპრომისს აპირებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. სანიკიძის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ბევრი ვერ არჩევს პოზას და პოზიციას; ერთი და იგივე ჰგონია. ბევრს უკან გონებაში გადანახული რაღაც გეგმები აქვს – ერთს ლაპარაკობს, მეორეს გულისხმობს, მესამეს აკეთებს. ვიღაცები ჩუმ-ჩუმად კომპრომისს აპირებენ ხელისუფლებასთან. რაღაც ათას მიზეზს მოიგონებენ ახლა, რომ აი, ასე ხომ უნდა ვქნათ და საჯიჯგნად არ დავტოვოთ. ჯიჯგნიან და გადაუარეს ამ ქვეყანას, ოკუპირებულია ეს ქვეყანა, რუსეთის წიაღში, გავლენებში ვართ უკვე, კი არ გვემუქრება, არამედ უკვე იქ ვართ. პოზიციას როცა სწორად განსაზღვრავ, სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებ. დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არ გვემუქრება, უკვე დავკარგეთ“, – განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, შესაქმნელია ეროვნული ხსნის კომიტეტი, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს საპროტესტო აქციებს, რომლის მიზანი იქნება მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე აქციების დანიშვნა. „არის კონკრეტული გეგმა, არაფერი სირთულე ამაში არ არის, სირთულე არის თვითონ ადამიანებში. ამას უნდა კონკრეტული პარტიები, პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოებისათვის პატივცემული ადამიანები და დაგეგმვა. ვინც არ უერთდება, დაე, გადაიჩეხოს პოლიტიკურ მოუსავლეთში. დარვინიზმი პოლიტიკის დამახასიათებელია, სუსტი უნდა წავიდეს და არ უნდა უკანა კარიდან ბიძინასთან სიარული ღამ-ღამობით და მოლაპარაკებები. ვინც დადის იმას ვგულისხმობ, სახელის და გვარების დასახელებას რა აზრი აქვს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეა. რასაც მეტყველებენ ადამიანები და რასაც აკეთებენ, იმით უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ, ვინ აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ვინ აპირებს თანამშრომლობას“, – განაცხადა სანიკიძემ.
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)