21:41 - 19 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 18:24:53, 271 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - კანონთან მიმართებაში რა შეღავათი აქვთ, რომ წულუკიანს ვერ იბარებთ?

რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე? - თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ , - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში 6 საათია მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ არის პრობლემა, კომისიის წევრების მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით.

"6 საათია ვმსჯელობთ, რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას.რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა.

"გითხარით გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი - საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო; რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის
მიხეილ ყაველაშვილი - რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რევაზ კიკნაძე პოლიციელს - მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ, 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი