2025-05-19 17:51:45, 273 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, არსებობს ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება
![]() ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადასვლას და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბებას ეხმაურება. თეონა აქუბარდიას განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად ღირს. „ეს არის ძალიან მძიმე იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ რეგიონებში და როდესაც საფრთხეები ქვეყნის გარედან, მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან არასად არ წასულა. შესაბამისად, გაერთიანების მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური. რამდენადაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო იმ საფრთხეებისგან, რომელიც აქვს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ექნება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად არ ღირს. დაზვერვის სამსახური ეწირება რეჟიმის ინტერესებს. კიდევ უფრო სუსტი და დაუცველი აღმოჩნდება ქვეყანა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
დონალდ ტრამპი - რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი - საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო; რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის
მიხეილ ყაველაშვილი - რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
![]() რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტნა, განადგურებულია 41 დრონი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|