20:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 15:51:05, 901 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ევროპა შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან

ევროპა ჯერ კიდევ შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან, რადგან ამჟამად მთელი მისი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადეს.

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის მკაფიოდ განსაზღვრა, ასევე იმის გარკვევა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გახდეს ერთ დღეს საჭირო უკრაინისთვის. ამ მომენტში (ჯარების) შესახებ საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს, ჩვენ ამისგან შორს ვართ. გვინდა, რომ იარაღის სროლა შეწყდეს, მკვლელობები დასრულდეს. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ახლა ვემსახურებით და არა სხვას“, - აღნიშნა მერცმა.

იტალიის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ომის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატს შეუერთდეს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთის ერთიანობა.

„რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალა იყო. ასეთ დელიკატურ დროს მნიშვნელოვანია გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი პირადი წინააღმდეგობები, რამაც შეიძლება ამ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს“, - აღნიშნა მელონიმ.

საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა პარასკევს ალბანეთში შეხვედრა გამართეს. ისინი ასევე ტელეფონით ესაუბრნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც შაბათს განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. მელონი შეხვედრაში არ მონაწილეობდა - იტალიურმა მედიამ ეს მიზანმიმართულ იგნორირებად შეაფასა და მიანიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მისი მონაწილეობა არ სურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics