22:36 - 17 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 17:08:24, 275 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა

სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა, რადგან 1000 უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“.

„ეს „ათასი ათასზე“ გაცვლა რუსეთის მიერ იყო შეთავაზებული და სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი დელეგაციის მიერ განხორციელდა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ზელენსკი დასცინოდა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ტყვეების „ათასი ათასზე“ ფორმულით გაცვლის წინადადება ლოგიკურია.

„მთავარია, უკრაინის მოქალაქეებმა „ნატო-ს მრჩევლებს“ არ მისცენ უფლება, რომ კონფლიქტის მოგვარების გზიდან კვლავ გადაუხვიონ და უცხოური ინტერესების ხევში გადაიჩეხონ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია - სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს
მარია ზახაროვა - სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა
აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი